78 წლის ასაკში გერმანული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალა.
ბეკენბაუერი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი იყო, “ბაიერნის” შემადგენლობაში სამჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი, შემდეგ მისი ხელმძღვანელობით გერმანიის ნაკრებმა 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვა.
ის ორჯერ გახდა “ოქროს ბურთის” მფლობელი და ოთხჯერ გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელი. მან ყველა ტურნირზე 620 მატჩში 74 გოლი გაიტანა და 75 საგოლე პასი გააკეთა, გერმანიის ნაკრებში კი მის ანგარიშზე 103 მატჩში 14 გოლია.