საქართველოსა და ესპანეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ფიბა-მ სანდრო მამუკელაშვილი დაასახელა

2025 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ფიბა-მ სანდრო მამუკელაშვილი დაასახელა.
მამუკელაშვილმა საქართველოს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. მოედანზე გატარებულ 31:10 წუთში ქართველმა კალათბურთელმა 19 ქულა, 7 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა ჩაიწერა აქტივში, ხოლო მისმა შედეგიანობის კოეფიციენტმა +24 შეადგინა.
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში იტალიას შეხვდება, მატჩი 16:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ.