კონსტანტინე ნაცვლიშვილი: ამ ბრძოლაში ჩვენ არ შეგვრჩა არაფერი წმინდა, რასაც არ შეეხნენ… არ შეგვრჩა გმირი, რომელიც არ დაამცირეს და არ შეგვრჩა არცერთი ფასეულობა, რომელიც არ გაუფასურდა…

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი:
საქართველოს მოსახლეობა ჩაბმულია უმძიმეს ბრძოლაში რუსულ ძალებთან.
თუ დღეს ომობს ში, საქართველოში იბრძვის პროპაგანდით, პრორუსული ძალებით, ეკონომიკური ინსტრუმენტებით, რელიგიური და კულტურული ინსტიტუტებით.
ამ ბრძოლაში ჩვენ არ შეგვრჩა არაფერი წმინდა, რასაც არ შეეხნენ… არ შეგვრჩა გმირი, რომელიც არ დაამცირეს და არ შეგვრჩა არცერთი ფასეულობა, რომელიც არ გაუფასურდა…
ეს ბრძოლა დიდი ხანია ჩვენს წინააღმდეგ წარმოებს და მასში რუსის გარდა ბევრი სხვაც იღებდა და იღებს მონაწილეობას.
ფესვდო-ლიბერალური რეფორმებით საქართველოში დამკვიდრდა რუსული ტიპის ექსკლუზიური კაპიტალიზმი, რომელშიც მხოლოდ საზოგადოების ერთ მცირე ჯგუფს მიეცა ეკონომიკური თავისუფლება, ხოლო საზოგადოების უმრავლესობა გააძევა ტრადიციული ეკოკომიკური სფეროებიდანაც კი და დაუქვემდებარა კაბალურ ეკონომიკურ და ფინანსურ დღის წესრიგს. ნებისმიერი გაბრძოლება ამ გზაზე ინათლებოდა ანტიდემოკრატიულ ქმედებად.
განათლების სფერო, რომლის რეფორმირება ჩვენი საზოგადოების უმთავრესი სურვილი იყო, ადამიანის ძირითადი უფლებიდან გარდაიქმნა “სერვისად” და საზოგადოებაში უთანასწორობის მთავარი წყარო და მისი კვლავმწარმოებელია.
იგივე ბედი ეწია ჯანდაცვის სისტემას.
ყოველივე ეს საბოლოოდ ჩამოყალიბდა ოლიგაქრიულ პოლიტიკურ სისტემად, რომელსაც ზურგს უმაგრებს მაფიოზური, კლანური და მონოპოლიური და კორუფციული ეკონომიკური სისტემა.
2008 წლის თავდასხმას საქართველოზე წინ უსწრებდა უარი საქართველოს მიღებაზე ნატოში. ამ უარმა წაახალისა რუსეთი დამპყრობლური ომისკენ, რასაც დღეს ბევრი ექსპერტი თუ პოლიტიკოსი აღიარებს.
დღეს მართალია საქართველოში რუსეთი არ აწარმოებს ომს, თუმცა ქვყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია და საოკუპაციო ხაზთან დღემდე იტაცებენ ადამიანებს. მაგრამ უმთავრესი მაინც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესია, რომელოც ძალიან წააგავს მეკობრეების მიერ გემის აბორდაჟის წესით აღებას. სწორედ აბორდაჟის მსგავსად “აიღო” ქართული სახელმწიფო რუსეთმა, გაანადგურა სახელმწიფო ინსტიტუტები და ქვეყანას მართავს გადაბირებული ან წინასწარ მომზადებული ადამიანების ჯგუფის მეშვეობით.
ექსპერტებს და პოლიტიკოსებს გაუჭირდათ ერთი ტერმინით აღეწერათ საქართველოში მიმდინარე პროცესისი, ბევრი აღიარებს რომ ეს რაღაც ახალია რუსულ პოლიტ-ტექნოლოგიებში. დრო მოვა და ამ აგრესიასაც თავისი სახელი დაერქმევა და 2008 წლის ომის მსგავსად ბევრს მოუწევს აღიაროს რომ ეს ახალი ტექნოლოგია პირველად საქართველოში დატესტა რუსეთმა.
ათასჯერ თქმულა და მეც გავიმეორებ, რომ ევროპულობა საქართველოს ცივილიზაციური არჩევანია. შეუძლებელია საზოგადოებას გაუჩინო კულტურული კუთვნილება ხელოვნურად, თუ კი მას ეს არ აქვს ისტორიულად ჩამოყალიბებული და გააზრებული. მეორე საკითხია პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური კუთვნილება ევროპული სამყაროს მიმართ, რაც ასევე ჩვენი საზოგადოების დიდი სურვილი იყო, რომელიც ნაკარნახევი იყო განვითარებისა და დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბების სურვილით.
ქართულ საზოგადოებას გაცნობიერებილი აქვს, რომ შეუძლებელია მარტო გაუმკლავდეს საქართველოში დემოკრატიის წინააღმდეგ მებრძოლ ძალებს და ამ გზაზე ევროკავშირის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
რა ხდება დღეს?
საუბარია საქართველოს პოლიტიკური ელიტის სანქცირებაზე, თუმცა ამ პროცესს ბლოკავს უნგრეთი.
წარმოიშვა ალტერნატიული იდეა, რომ
შეუწყდეს საქართველოს უვიზო რეჟიმი, რომელიც უფრო მარტივად განხორციელებადია და უნგრეთი მას ხელს ვერ შეუშლის, მაგრამ ეს ნიშნავს ქართველი ერის დასჯას.
ევროკავშირის პოლიტიკური სტრუქტურა მოწყვლადი აღმოჩნდა რუსული დივერსიის თუ საბოტაჟის მიმართ. უნგრეთი წლების განმავლობაში ხელს უშლის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას ევროკავშირში.
საქართველოს შემთხვევაში, უნგრეთი ღიად მხარს უჭერს ანტიდემოკრატიულ ძალებსა და ტოტალიტარულ ფასეულობათა სისტემას და ძირს უთხრის ევროპის პოლიტიკურ მდგრადობას.
თუ საქართველოში ოცნებას ს გაყალბება დასჭირდა დიქტატორული სისტემის ჩამოსაყალიბებლად, ევოპულმა უნგერთმა დემოკრატიული არჩევნებით ხმა
მისცა პოლიტიკურ ძალას და ლიდერს, რომელიც ღიად ებრძვის დემოკრატიულ ფასეულობებს.
უნგრეთის მოქალაქეები დღემდე სარგებლობენ ყველა იმ სიკეთით, რაც ევროკავშირის წევრობას მოაქვს, მსგავსად სხვა ქვეყნების მოქალაქეებისა.
არანაირი სადამსჯელო ღონისძიებები არ გატარებულა არც უნგრეთის მმართველი პარტიის მიმართ.
საქართველოს მოსახლეობას აქვს ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი და რამოდენიმე თვეა ელოდება ქართული პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის სანქცირებას ევროკავშირის მხრიდან.
ნაცვლად ამისა, წავიდა დისკუსია უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე. რომელიც განხორციელების შემთხვევაში თავისი მნიშვნელობით ტოლფასი იქნება (და შეიძლება კიდევ უფრო უარესი) ბუხარესტის სამიტზე საქართველოსთვის გამოცხადებული უარისა, რომლის ნეგატიური შედეგები მთელი ევროპისთვის მომავალ წლებში გამოჩნდება.
უვიზო რეჟიმის გაუქმება ყველაზე მეტად ხელს აძლევს დღეს რუსეთს, ხოლო ქართული საზოგადოებისთვის ეს იქნება ზურგში მახვილის ჩარტყმის ტოლფასი.
საქართველოს სჭირდება ევროპის და ამერიკის მხარდაჭერა, რათა გაუმკლავდეს ამ გამოწვევას ქვეყნის შიგნით, მით უფრო დღეს, როცა რეგიონში აღმაფრენას განიცდიან დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმები.
უვიზო რეჟიმის გაუქმება კი არა, უკრაინისა და მოლდავეთის ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავების ფონზე, აუცილებელია საქართველოსთვის რაღაც ახალი ნაბიჯის შეთავაზება, რომელიც გასაგებია რომ ვერ იქნება ევროინტეგრაციის გაღრმავება, მაგრამ უნდა წარმოადგენდეს ქართველი ერის გვერდში დგომის დასტურს და უნდა იქცეს ჩვენთვის ევროკავშირის სოლიდარობის ნიშნად ამ უთანასწორო ბრძოლაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო გოცირიძე: არასამთავრობოების დაყადაღება ისეთი გამოკვეთილი ნაბიჯია საბჭოეთისკენ, აი, “უფასო” დიპლომი და ექიმი რომ ქრთამი ღირდა, საკვები რომ ტალონებზე იყო, მაგრამ პარტიული ბოსები ხიზილალას ჭამდნენ