დავით მათიკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებაზე – პროკურატურა საბოტაჟის გამოსაძიებლად სამართლებრივად ძალიან სწორ ნაბიჯებს დგამს – სახელმწიფო ნებისმიერი კანონდარღვევის მიმართ შეუვალი იქნება!

პროკურატურა საბოტაჟის გამოსაძიებლად სამართლებრივად ძალიან სწორ ნაბიჯებს დგამს – სახელმწიფო ნებისმიერი კანონდარღვევის მიმართ შეუვალი იქნება! – აღნიშნული განცხადება შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გააკეთა.
მათიკაშვილის თქმით, “არ ისვენებენ ის პირები და ძალები, რომლებიც გარედან იძლევიან დესტრუქციულ მითითებებს და დირიჟორობენ მოვლენებს“.
“ცდილობენ, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციული ქმედებები გაამართლონ. სახელმწიფო იქნება შეუვალი! ჩვენი ქვეყანა, მისი ხელისუფლება იქნება შეუვალი ყველა იმ გამოვლინების მიმართ, რომელიც კონსტიტუციის მიღმა შეეცდება ხელისუფლების წინააღმდეგ ქმედებას, ხალხის დეზინფორმირებას, ხალხთან და საზოგადოებასთან მიმართებით ძალადობრივ და ძალმომრეობრივ ქმედებას. რა თქმა უნდა, კანონის სრული დაცვითა და კანონის ფარგლებში იქნება მიღებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მათიკაშვილის თქმით, USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის აღიარება, რომ USAID-ი სხვადასხვა ქვეყანაში სასურველი მთავრობების დასახმარებლად და მიუღებელი მთავრობის მოსაცილებლად უდიდეს ფინანსურ რესურსს ხარჯავდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების განცხადებების სისწორეს ადასტურებს.
მათიკაშვილი ამბობს იმასაც, რომ საქართველოს ხელისუფლების მისამართით ტრამპის ადმინისტრაციის დუმილი კითხვის ნიშნებს ბადებს.
„ის, რაც პაუერმა აღიარა, მდგომარეობს შემდეგში, რომ წლების განმავლობაში, მილიონობით დოლარი, უდიდესი ფინანსური რესურსი იხარჯებოდა USAID-ის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, სა და მოლდოვაში, სასურველი მთავრობების დასახმარებლად და არასასურველი ხელისუფლების მოსაცილებლად. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ზუსტად ის ხელისუფლებაა, რომელიც ს მიერ გაცხადებულ პოლიტიკას დიდი ხანია უკვე ესატყვისება და აცხადებს პირდაპირ, რომ USAID-დან ეს თანხები სწორედ დემოკრატიის საწინააღმდეგოდ, რევოლუციების, ქაოსის მოსაწყობად გამოიყენებოდა. დუმილი -ის ადმინისტრაციის მხრიდან და ღიად მხარდაჭერა, ბუნებრივია, ბევრ კითხვის ნიშანს და ამ მიმართულებით გარკვეულ მოსაზრებებსაც ბადებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის: – „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის”, “დემოკრატიის მცველების”, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის”, “საფარის”, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას.