რუსეთმა კიევში, ევროკავშირის დელეგაცია დაბომბა – ლაიენი

დაუნდობელი დაბომბვების მორიგ ღამეს უდანაშაულო ადამიანები ემსხვერპლა, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავდასხმები – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
ს დაუნდობელი დაბომბვების მორიგ ღამეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და უდანაშაულო ადამიანები ემსხვერპლა. ასევე, კიევში, ევროკავშირის დელეგაციაზე განხორციელდა დარტყმა. ჩვენი დელეგაციის თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განურჩეველი თავდასხმები და შეუერთდეს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის მოლაპარაკებებს”, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებულ თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 48 კი დაშავდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით რუსეთმა უკრაინის ქალაქების დამობმა 629 რაკეტითა და დრონით.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ განაცხადა, რომ 28 აგვისტოს ღამით კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ევროკავშირის მისიის შენობა დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო გოცირიძე: არასამთავრობოების დაყადაღება ისეთი გამოკვეთილი ნაბიჯია საბჭოეთისკენ, აი, “უფასო” დიპლომი და ექიმი რომ ქრთამი ღირდა, საკვები რომ ტალონებზე იყო, მაგრამ პარტიული ბოსები ხიზილალას ჭამდნენ