დღეს, 28 აგვისტოს გამთენიისას, ამერიკის ლიგის თასის ნახევარფინალში ერთმანეთს მაიამის “ინტერი” და “ორლანდო” შეხვდნენ. ფლორიდელებმა 3:1 გაიმარჯვეს და ფინალში თამაშის შესაძლებლობაც მოიპოვეს.
პირველ ტაიმი ორლანდომ ხორვატი მარკო პაშალიჩის გოლის წყალობით მოიგო, უპირატესობას 75-ე წუთამდე ინარჩუნებდა, თუმცა ძირითადი დროის ამოწურვამდე 15 წუთით ადრე დავიდ ბრეკალომ საჯარიმოში მეტოქე წააქცია, მეორე ყვითელი დაიმსახურა და გუნდიც 10 კაცით დატოვა. თერთმეტმეტრიანი ლიონელ მესიმ ზუსტად შეასრულა, გათანაბრებიდან 11 წუთში ხორდი ალბას გადაცემას კვლავ არგენტინელი გამოეხმაურა და ფლორიდელები დაწინაურდნენ,ს აბოლოო ანგარიში კი 90+1 წუთზე ტელასკო სეგოვიამ დააფიქსირა.
მეორე ლიგის თასის ნახევარფინალში “სიეტლიმ” ლოს ანჯელესური “გალაქსი” 2:0 დაამარცხა.
სიეტლისა და მაიამის “ინტერის” დაპირისპირება 31 აგვისტოს გაიმართება. შეგახსენებთ, მესიმ MLS-ში გადასვლის შემდეგ გუნდს 2 ტიტული უკვე მოუპოვა, ამჯერად მესამე ამერიკულ თასს შეუტევს…
[VIDEO] უდიდესი სენსაცია – “მანჩესტერ იუნაიტედმა” მეოთხე დივიზიონის გუნდთან წააგო
