ჩინეთი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირი დააკავეს

ჩინეთში დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო ავრცელებს.
ჩინეთის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ცნობით, ჯაშუშობაში ბრალდებული პირი, გვარად „ჰუანგი“, დიდ ბრიტანეთთან 2015 წლიდან თანამშრომლობდა.
უშიშროების უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „ჰუანგი“ სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის (MI6) სამსახურისთვის აგროვებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ