Chevron-ი მზადაა შეისწავლოს ლიბიის წინადადება ნავთობისა და გაზის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ

ლიბიის ეროვნული ნავთობკორპორაციის (National Oil Corp, NOC) და ამერიკული Chevron-ის წარმომადგენლებმა ნავთობისა და გაზის მოპოვებისა და წარმოების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
როგორც NOC-მა განაცხადა, კერძოდ, განიხილეს განუვითარებელი საბადოების ათვისებისა და არატრადიციული ნახშირწყალბადების რესურსების გამოყენების საკითხები. NOC-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ლიბიას აქვს 4 მილიარდი ბარელის ოდენობის ნავთობის, 18 მილიარდი ბარელის ოდენობის ფიქალის ნავთობის და 123 ტრილიონი კუბური ფუტის ოდენობის გაზის განუვითარებელი მარაგი.
Chevron-ის დელეგაციამ დაადასტურა, რომ „კომპანიას ლიბიის ბაზარზე დაბრუნების სერიოზული ინტერესი აქვს“ და აღნიშნა, რომ NOC-ის წინადადებები შესწავლილი იქნება.
ვრცლად interfax – ზე