[VIDEO] უდიდესი სენსაცია – “მანჩესტერ იუნაიტედმა” მეოთხე დივიზიონის გუნდთან წააგო

ინგლისის კარაბაო თასის მეორე რაუნდში “მანჩესტერ იუნაიტედი” გასვლაზე მეოთხე დივიზიონის გუნდთან, “გრიმსბისთან” პენალტების სერიაში დამარცხდა.
უნდა აღინიშნოს, რომ რუბენ ამორიმის გუნდში ძირითად შემადგენლობაში თამაშობდნენ გუნდის ახალწვეულები ბენიამინ შეშკო და მათეუშ კუნია.
მატჩის პირველი გოლი 22-ე წუთზე გავიდა, თავი ჩარლზ ვერნემმა გამოიჩინა, 30-ე წუთზე კი სხვაობა ორ ბურთამდე ტაირელ უორენმა გაზარდა.
75-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ბრაიან მბეუმომ ერთი ბურთი გაქვითა, 89-ე წუთზე კი ჰარი მაგუაიერმა წონასწორობა აღადგინა და ძირითადი დრო ფრედ დასრულდა.
პენალტების სერიაში “გრიმსბიმ” 12:11 გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
“ბევრად უკეთესი თამაში გვმართებს. მინდა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო. ვფიქრობ, საუკეთესო გუნდმა გაიმარჯვა. მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო და მომდევნო ეტაპზე ის გავიდა”, – განაცხადა “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა მატჩის შემდეგ.
“თითქოს პირველად ესმოდათ უკრაინის შესახებ, ომზე, რომ საერთოდ არაფერი ვთქვათ” – უკრაინელმა სამხედრომ პსჟ-ის სტადიონზე მომხდარი ინციდენტი მოჰყვა
“მილანის” ორი ვარიანტი – “როსონერის” შეტევა ვლაჰოვიჩით ან ჰოილუნით გაძლიერდება
“ნიუკასლის” ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა” – უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
“ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს” – ფერდინანდი “არსენალთან” მარცხის შემდეგ
ბოლო დეტალები თანხმდება – ჰოილუნი კარიერას “ნაპოლიში” განაგრძობს
ჰოილუნი “ნაპოლის” უახლოვდება – “პარტენოპეი” ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს