მსოფლიოში უმსხვილესი ოქროს მომპოვებელი კომპანია სამუშაო ადგილების შემცირებას გეგმავს

მსოფლიოში უმსხვილესი ოქროს მომპოვებელი კომპანია Newmont Corp. ხარჯების შემცირების გეგმას ამზადებს, რამაც შესაძლოა სამუშაო ადგილების მასშტაბური შემცირება გამოიწვიოს, იტყობინება Bloomberg საკითხთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
Newmont-ის ხარჯები გაიზარდა 2023 წელს Newcrest Mining-თან გარიგების დადების შემდეგ, რაც კომპანიის საბადოების პორტფელი 20-მდე გაზარდა.
Newmont-ის წარმოების ხარჯებმა უნციაზე, რომელიც ოქროს მომპოვებლებისთვის მთავარი მაჩვენებელია, წელს რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია, რამაც შეზღუდა მისი მოგება ოქროზე რეკორდული ფასების მიუხედავად.
კომპანიამ მენეჯერებს განუცხადა, რომ ამ ზომით სურს უფრო დაბალი ხარჯების მქონე კონკურენტებთან დაახლოება, განაცხადეს წყაროებმა, რაც ხარჯების დაახლოებით 20%-ით შემცირებას მოითხოვს.
ამ მიზნის მისაღწევად, კომპანიას ათასობით სამუშაო ადგილის შემცირება მოუწევს, განაცხადეს წყაროებმა. დეკემბრის ბოლოს Newmont-ს დაახლოებით 22 000 თანამშრომელი ჰყავდა.
კომპანიამ უკვე დაიწყო თანამშრომლების ინფორმირება მოსალოდნელი გათავისუფლებების შესახებ. ბოლო კვირების განმავლობაში, კომპანიის ხელმძღვანელებსა და განყოფილების მენეჯერებს შორის შეხვედრები გაიმართა სამუშაო ადგილების შემცირებისა და სხვა ხარჯების შემცირების ზომების, მათ შორის გრძელვადიანი ბონუსების შესაძლო შემცირების განსახილველად.
წყარო: interfax