2025 წლის 6 თვეში, სადაზღვევო სექტორმა 162 მილიონი ლარის მოგება მიიღო

2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას – .
• 2025 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 802 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის
შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 162 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 56 მილიონი ლარი.
• სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 727 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 466 მილიონ ლარს.
სტატისტიკას დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს