სალომე ზურაბიშვილი – ამ ხელისუფლებამ საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით წაიყვანა რუსულ მოდელზე – შეგუება ნიშნავს, რომ ქვეყანას რუსეთს ჩავაბარებთ

ის, რაც დღეს ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების თავს და ბრალდებები, რაც წაყენებულია, აბსურდია და არის მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიული რეჟიმის ფორმა, რომელიც ადრე ვნახეთ რუსეთში, – ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციბის აქტივების დაყადაღებას „აბსურდულ ბრალდებად“ და „რეპრესიული რეჟიმის ფორმად“ აფასებს.
„არ შეიძლება ყველას არ გვესმოდეს, რომ ამ ხელისუფლებამ საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით წაიყვანა რუსულ მოდელზე და რუსული რეჟიმის ჩამოყალიბება გრძელდება ძალიან სწრაფი ტემპით. ის, რაც დღეს ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების თავს და ის ბრალდებები რაც წაყენებულია აბსურდია და არის მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიული რეჟიმის ფორმა, რომელიც ადრე ვნახეთ რუსეთში. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ საქართველოში უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე თავის დროზე რუსეთში.
ვხედავთ არასამთავრობოებზე შეტევას, მეორე მხრივ, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ გადავდივართ დასკვნით პროცესებზე. მძიმე ბრალდებები, სრულიად უსაფუძვლო. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. თურმე, ამას უნდა შევეგუოთ. დღეს საზოგადოებისთვის მოდის დრო, მივხდეთ, შეგუება ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას ჩვენ რუსეთს ჩავაბარებთ. არ მგონია, რომ საქართველო მზად იყოს იმისთვის, რომ ჩაბარდეს. მე ეს რომ მჯეროდეს, აქ არ ვიქნებოდი. მჯერა, რომ საქართველო არასდროს ჩაბარდება“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან მან კრიტიკულად შეაფასა ოპოზიციური პარტიების მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში და განაცხადა, რომ მთავარი ამოცანა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მომავლის გადარჩენაა.
„არ შემიძლია არ მივმართო იმ პარტიებს, რომლებიც დღეს თამაშობენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. სად არის ქვეყანა და სად არის რაღაც საარჩევნო კამპანია, რომ ვინმე დავარწმუნოთ იმაში, რომ ეს რამეს შეცვლის და რამეს მიაღწევს. ჩვენი ამოცანა ქვეყნის მომავლის გადარჩენაა, საქართველოს დამოუკიდებლობის გადარჩენა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია