ევრობასკეტი 2025 დაიწყო. გახსნით შეხვედრეაში ლიეტუვა დიდ ბრიტანეთს დაუპირისპირდა და მარტივად 94:70 დაამარცხა.
გამარჯვებულთა მხრიდან საუკეთესო იონას ვალანჩუნასი გახლდათ, რომელმაც 18 ქულა, 9 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააფიქსირა. “დენვერ ნაგეტსის” ცენტრს მხარი აზულას ტუბელისმა აუბა, რომელმაც 17 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა.
როკას იოკუბაიტისმა გუნდს 12 ქულა, 5 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
რაც შეეხებათ ბრიტანელებს, აკვას იებოამ აქტივში 17 ქულა, 4 მოხსნა და 1 ასისტი ჩაიწერა.
ლიეტუვა მომდევნო შეხვედრას 29 აგვისტოს, მონტენეგროსთან ჩაატარებს, ბრიტანეთი ამავე რიცხვში ფინეთს შეხვდება.
ყველაფერი, რაც ევრობასკეტზე უნდა იცოდეთ – საქართველოს ნაკრების უპირატესობა, 3 ფავორიტი და ე.წ. Dark Horse
საქართველოს ეროვნული ნაკრების სავარაუდო მეტოქეები EUROBASKET 2025-ის საკვალიფიკაციოში ცნობილია
თურგაი დემირელის და კამილ ნოვაკის შეფასებები საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით
