დონალდ ტრამპმა დაარწმუნა ვიქტორ ორბანი, მოხსნას წინააღმდეგობა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე – „პოლიტიკო“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაარწმუნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი , მოხსნას წინააღმდეგობა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ამ ფაქტმა პროცესის დინამიკა შეცვლა.
მანამდე „პოლიტიკო“ წერდა, რომ ევროპელი მაღალჩინოსნები განიხილავენ მოლდოვისთვის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას ამ ქვეყანაში სექტემბერში დაგეგმილ არჩევნებამდე პროევროპული განწყობების მხარდასაჭერად. თუმცა, მედიის ცნობით, და მისი მრავალი მოკავშირე ევროინტეგრაციის პროცესში უკრაინისა დ მოლდოვის გამიჯვნის კატეგორიული წინააღმდეგები არიან. კიევში მიიჩნევენ, რომ ეს უკრაინელებს არასწორ სიგნალს გაუგზავნის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში.
მედიასაშუალების ცნობით, გადაწყვეტილებების მიღება უახლოეს კვირებში იგეგმება.
„პოლიტიკოსთან“ საუბარში ორმა ევროპელმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩიხის გარღვევა მომავალ თვეებში იქნება შესაძლებელი, ბუდაპეშტზე ზეწოლის გათვალისწინებით.
გასულ კვირას „ბლუმბერგი“ წერდა, რომ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს დაურეკა, რათა განეხილა, რატომ ბლოკავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანს ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტსა და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ დაურეკა.