ბოლნისის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ზამურ ჭითანავა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

ბოლნისის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ზამურ ჭითანავა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ზამურ ჭითანავა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად, მერობის კანდიდატი, სოფელ ცურტავის, ფარიზისა და დაბა თამარისის მოსახლეობას შეხვდა, გააცნო საკუთარი სამოქმედო გეგმები და ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში განხორციელდა. ჭითანავამ მოსახლეობასთან განიხილა მიმდინარე პროცესები და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის განვითარება „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია.
„მჯერა, რომ 4 ოქტომბერს კვლავ გავიმარჯვებთ და ჩვენი გუნდი გააგრძელებს საქართველოსა და ბოლნისის უკეთესი მომავლის მშენებლობას,“ – განაცხადა ზამურ ჭითანავამ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი აგრძელებს აქტიურ საარჩევნო კამპანიას და აცხადებს, რომ მსგავსი შეხვედრები შესაძლებლობას აძლევს, გაიგოს მოსახლეობის რეალური საჭიროებები და ამის მიხედვით განსაზღვროს მომავალი საქმიანობა.
Previous: საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების დაფინანსება ხორციელდებოდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებიდან, რომელთა ანგარიშებიც სახელმწიფომ დააყადაღა

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში