ალექსანდრ სტუბი – მზად არის მშვიდობისთვის, უბრალოდ დროს აჭიანურებს – მასზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ

ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.
მისი განცხადებით, პრეზიდენტ ზელენსკისთან მჭიდრო კონტაქტი გრძელდება.
„დღეს ჩვენ განვიხილეთ ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდგომი ნაბიჯები. უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე მხარდაჭერის გეგმა შემუშავების პროცესშია. მზად არის მშვიდობისთვის; უბრალოდ დროს აჭიანურებს. უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს“, – დაწერა სტუბმა.