შერმადინი ტურის MVP გახდა, მისი “ტენერიფე” კი ესპანეთის სამეფო თასზე გავიდა

გიორგი შერმადინის ტენერიფესთვის და მისთვის პირადად ესპანეთის მე-17 ტურის დარჩენილ მატჩებში კარგი ამბები მოხდა. მოგეხსენებათ, შერმადინი ამ ტურის “ხუვენტუდთან” მოგებულ შეხვედრაში გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე, რომლის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 32-ს უწია და მას ჰქონდა შანსი, თუ მის შედეგს დარჩენილ მატჩებში ვერავინ გადაფარავდა, ტურის MVP გამხდარიყო. გადაფარვით ვერა, მაგრამ გრან კანარიელმა ეი ჯეი სლაგტერმა მისი შედეგი გაიმეორა. სლაგტერის გუნდმა სტუმრად “ვალენსიას” მოუგო, ამერიკელი ლეგიონერის საერთო სტატისტიკური მონაგარი კი შერმადინივით 32 იყო. შესაბამისად, მე-17 ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტული ამ ორმა კალათბურთელმა – გიორგი
შერმადინმა და ეი ჯეი სლაგტერმა გაიყვეს.
მეორე ამბავი კი ესპანეთის სამეფო თასის გათამაშების საგზურია, რომელიც “ტენერიფემ” ბოლო მომენტში მოიპოვა. აღნიშნულ ტურნირზე რომ გასულიყო, “ტენერიფეს” მეტოქეებიდან ერთ-ერთს – ან “ბასკონიას”, ანაც “მანრესას” უნდა წაეგო. საქმე იმაშია, რომ მე-17 ტურით პირველი წრე სრულდებოდა და შუა რეგულარულ სეზონში რომელი გუნდებიც ცხრილის 8 საუკეთესოთა შორის იქნებოდნენ, თასის გათამაშებაში მიიღებდნენ მონაწილეობას. “მანრესამაც” წააგო და “ბასკონიამაც” – შესაბამისად, “ტენერიფემ” ცხრილში მე-7 ადგილი დაიკავა და თებერვალში, თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.
“ტენერიფესთან” ერთად აღნიშნულ ტურნირში ითამაშებენ – “რეალი”, “ბარსელონა”, “უნიკახა”, “გრან კანარია”, “მურსია”, “ვალენსია” და “მანრესა”.
GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში