მარკ კარნი – პუტინი გამუდმებით აყენებს პირობებს და დროს აჭიანურებს, რადგან ზელენსკისთან შეხვედრის ეშინია

კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის პრეზიდენტ სთან ომის დასრულების საკითხის განსახილველად შეხვედრის ეშინია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„პუტინი გამუდმებით აყენებს პირობებს და დროს აჭიანურებს, რადგან ამ შეხვედრის ეშინია“, – აღნიშნა კანადის პრემიერმა.
მისი თქმით, ზელენსკი მზადაა პუტინს „ნებისმიერ ნეიტრალურ ტერიტორიაზე“ შეხვდეს.
„ის არ ელის პუტინის კიევში ვიზიტს, მაგრამ თავად არ გეგმავს მოსკოვში ამ შეხვედრაზე წასვლას. თუმცა, ნებისმიერი ადგილი მისაღებია“, – აღნიშნა კანადის პრემიერმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა განაგრძონ უკრაინისთვის დახმარების გაწევა ამ შეხვედრის გამართვამდე.
ამასთან, მარკ კარნი არ გამორიცხავს, რომ „მსურველთა კოალიციის“ ფარლებში, უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად ში კანადელი ჯარისკაცები გაგზავნონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ცეცხლაძე – აქციის მონაწილეები ცეკვა-თამაშით მართავდნენ პროტესტს, მაქსიმუმ „ჯეირანი“ გვეთამაშა და თურმე ისინი არიან „რადიკალები“ – არავინ სვამს კითხვას, რამ მიიყვანა საზოგადოება დაპირისპირებამდე

მინისტრი – სახელმწიფო პროგრამაში გადმოსვლის შემდეგ, 200-მდე ბენეფიციარმა უარი განაცხადა იმ დოზაზე, რასაც კერძო დაწესებულებაში იღებდა – რა მიზეზით იწერებოდა სამჯერ დიდი დოზით ნარკოტიკი, საზოგადოებამ დასკვნა თავად გამოიტანოს