მიზანშეწონილი იქნებოდა „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ გაწვევა – ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭო

ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭო საქართველოს კანონზე “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA) მოსაზრებას აქვეყნებს.
დოკუმენტის თანახმად, „აქტში გათვალისწინებულ ზომებს ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა ექნება შეკრების თავისუფლებასა და რამდენიმე სხვა გარანტირებულ უფლებაზე“, შესაბამისად, ექსპერტთა საბჭოს მოსაზრებით, მიზანშეწონილი იქნებოდა აქტის გაწვევა და მისი დებულებების აღსრულებისკენ რაიმე ნაბიჯებისგან თავის შეკავება.
„დანამდვილებით, აქტში გათვალისწინებული ბევრი დებულება ვერ აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნას, რაც საჭიროა ევროპული კონვენციის მიერ გარანტირებულ უფლებებზე რაიმე შეზღუდვების დასაწესებლად.
უფრო საფუძვლიანად, არსებობს სერიოზული ეჭვები იმის თაობაზე, რომ აქტში გათვალისწინებული თუნდაც ზოგიერთი დებულების მიღება შეიძლება, ლეგიტიმურ მიზნად ჩაითვალოს.
გარდა ამისა, აქტის დებულებების გარდაუვალი ეფექტის გათვალისწინებით, რომლებიც ხელს უშლის არასამთავრობო ორგანიზაციებს ევროპულ სტანდარტებთან სრულიად შესაბამისი მიზნების მისაღწევად უცხოური მხარდაჭერის მოძიებაში, პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გადაჭარბებული ვალდებულებების, დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნების შეუზღუდავი ფარგლების, საჭირო რთული აღრიცხვის წარმოების და შესაძლო ჯარიმების გადაჭარბებული ხასიათის გათვალისწინებით, აქტში მოცული ზომები არ არის ისეთი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ასეთ გარემოებებში, აქტის იმპლემენტაცია მძიმე და გაუმართლებელ ზიანს გამოიწვევს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის, შეუსაბამო იქნება ვალდებულებების ფართო სპექტრთან, რომლებიც ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო და, შესაბამისად, სრულიად უადგილო იქნება.
შესაბამისად, მიზანშეწონილი იქნებოდა აქტის გაწვევა და მისი დებულებების აღსრულებისკენ რაიმე ნაბიჯებისგან თავის შეკავება,” – ნათქვამია დოკუმენტში.
წყარო: ipn.ge