“ქართული ოცნების” ონის მერობის კანდიდატი დავით ლობჟანიძე: რამდენიმე მიმართულებას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, ეს არის ტურიზმის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, უნდა განვითარდეს ისეთი პროექტები, რაც ახალგაზრდების მუნიციპალიტეტში დარჩენას შეუწყობს ხელს

“ქართული ოცნების” ონის მერობის კანდიდატი დავით ლობჟანიძე: რამდენიმე მიმართულებას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, ეს არის ტურიზმის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, უნდა განვითარდეს ისეთი პროექტები, რაც ახალგაზრდების მუნიციპალიტეტში დარჩენას შეუწყობს ხელს
ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, დავით ლობჟანიძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მერობის კანდიდატმა ორ მნიშვნელოვან მიმდინარე პროექტზე – ქალაქ ონის 24-საათიან წყალმომარაგებასა და მუნიციპალიტეტის სოფლების ბუნებრივი აირით უზრუნველყოფაზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტურიზმის სფეროს, ინფრასტრუქტურას და ისეთი პროექტების განვითარებას, რაც ახალგაზრდების მუნიციპალიტეტში დარჩენას შეუწყობს ხელს.
“ძირითადი მოთხოვნა თავად ქალაქ ონის მაცხოვრებლებისგან იყო, რომ მათთვის უზრუნველყოფილი ყოფილიყო 24-საათიანი წყალმომარაგება. პროექტი როცა დასრულდება, ქალაქი ონის მოსახლეობა 24-საათიან წყალმომარაგებას მიიღებს. ახლა მიმდინარეობს პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი ნაწილის გაზმომარაგებას, აღნიშნული პროეექტი გაგრძელდება მანამ, სანამ სრულად არ მოხდება გაზიფიცირება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში. იქნება რამდენიმე მიმართულება, რასაც ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს – ეს არის ტურიზმის ხელშეწყობა და განვითარება, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მოწესრიგება და აუცილებლად უნდა განვითარდეს ისეთი პროექტები, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების დარჩენას. ზოგადად, დღეს პრობლემაა რაიონებსა და სოფლებში ახალგაზრდების დამაგრება და ამას ყურადღება უნდა მიექცეს,” – აცხადებს ლობჟანიძე.
Next: “ქართული ოცნების” ამბროლაურის მერობის კანდიდატი ზაზა ქევანიშვილი: მაქსიმალურად ვეცდები, ხელი შევუწყო ამ კუთხის განვითარებას, გავაგრძელოთ ინფრასტრუქტურული პროექტები – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროექტი, რომელიც შეეხება მოსახლეობის წყლით მომარაგებას

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში