მარტვილის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” გიორგი ნაჭყებია: გვინდა ახალგაზრდები ჩავრთოთ მუნიციპალიტეტის მართვაში, ასევე, ვაპირებთ სპორტული ინფრასტრუქტურის და ახალი ტურისტული სივრცეების მოწყობას

მარტვილის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” გიორგი ნაჭყებია: გვინდა ახალგაზრდები ჩავრთოთ მუნიციპალიტეტის მართვაში, ასევე, ვაპირებთ სპორტული ინფრასტრუქტურის და ახალი ტურისტული სივრცეების მოწყობას
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, გიორგი ნაჭყებია, წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად განაგრძობს. მერობის კანდიდატის განცხადებით, პრიორიტეტი იქნება მუნიციპალიტეტის მართვაში ახალგაზრდების ჩართულობა, რაც გულისხმობს პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მათ უშუალო მონაწილეობას. ნაჭყებიას თქმით, დიდი ყურადღება დაეთმობა ჯანსაღი ცხოვრების წესს, სპორტულ ინფრასტრუქტურას და ტურიზმის სფეროსაც.
“უმთავრესია მარტვილელი ახალგაზრდების ჩართულობა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მართვაშიც. მე ვიქნები მათი მხარდამჭერი, მათი კურატორი ამ რეგიონში. გვინდა, ყველა სოფლიდან, ყველა უბნიდან გამოვიყვანოთ ახალგაზრდები, ჩავრთოთ ჩვენს საქმიანობაში, რაც გულისხმობს უშუალოდ მათ მონაწილეობას პროექტის დაგეგმარების და განხორციელების პროცესში. ასევე, ვაპირებთ ცხოვრების ჯანსაღი წესის უფრო მეტ პოპულარიზაციას მარტვილის მუნიციპალიტეტში, შესაბამისად, სპორტული ინფრასტურქტურის მოწყობას, სპორტული განათლების უფრო სიღრმისეულად შესწავლას ახალგაზრდებში. ჩემი და ჩემი გუნდის უმთავრესი საზრუნავი, ტურისტული არეალების, ტურისტული ინფრასტრუქტურის უფრო კეთილმოწყობა იქნება. ასევე, ახალი ტურისტული სივრცეების, ეკობილიკების მოწყობა, რაც ავტომატურად შემოიყვანს ტურისტს მარტვილის მუნიციპალიტეტში. გაზრდილი ტურისტული ნაკადი განაპირობებს საოჯახო სასტუმროების, მათში დასაქმებული ადამიანების ზრდას, რაც ჩვენი ეკონომიკის მდგრადი განვითარების ქვაკუთხედია.” – აღნიშნა გიორგი ნაჭყებიამ.
Previous: “ქართული ოცნების” ამბროლაურის მერობის კანდიდატი ზაზა ქევანიშვილი: მაქსიმალურად ვეცდები, ხელი შევუწყო ამ კუთხის განვითარებას, გავაგრძელოთ ინფრასტრუქტურული პროექტები – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროექტი, რომელიც შეეხება მოსახლეობის წყლით მომარაგებას

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში