Reuters – ჯო ბაიდენი აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის გათავისუფლებას არ განიხილავს

ჯო ბაიდენი აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის გათავისუფლებას არ განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გუშინ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ოსტინის ჰოსპიტალიზაცია ბევრად უფრო გასაიდუმლოებული იყო და მისი საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არც მის მოადგილეს ჰქონდა.
ლოიდ ოსტინმა მისი ერთკვირიანი ჰოსპიტალიზაციის გასაიდუმლოებასთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა აიღო.
შეგახსენებთ, პენტაგონის პრესსპიკერმა, პეტ რაიდერმა 6 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი 1-ელი იანვრის შემდეგ საავადმყოფოში იმყოფებოდა.
ამ დრომდე უცნობია, თუ ჯანმრთელობის რომელმა პრობლემამ გამოიწვია ოსტინის ჰოსპიტალიზაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ