„ფაქტჩეკერების ქსელი“: ვგმობთ საქართველოში ფაქტების გადამმოწმებლების დევნას

„ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი“ (IFCN) გმობს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს – „ფაქტების გადამოწმებაზე მომუშავე დამოუკიდებელი ორგანიზაციების და სამოქალაქო ორგანიზაციების მიზანში ამოღებას“.
26 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში IFCN-ი „მკაცრად გმობს“ საქართველოს ხელისუფლების ზეწოლას დამოუკიდებელ „ფაქტჩეკერებზე“, – ანუ ამბების გადამმოწმებელ მკვლევრებსა და ორგანიზაციებზე, – და, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოებაზე.
ქსელი კონკრეტულად გამოყოფს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ „მედიის განვითარების ფონდის“, MDF-ის, წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს. MDF-ის პროექტია „მითების დეტექტორი“, რომელიც IFCN-ის პარტნიორია.
MDF-ი ერთ-ერთია იმ ექვს ორგანიზაციას შორის, რომლებმაც ორჯერ მიიღეს ანტიკორუფციული ბიუროდან წერილი, რომლითაც სთხოვდნენ განმარტებას, რატომ არ დარეგისტრირდნენ ე.წ. აგენტებად.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ALDE იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა სასამართლოს შენობაში, თუმცა სიყალბეზე დაყრდნობით ცდილობს, აქცენტები გადაიტანოს – ეს მეტყველებს მათ ტრაგიკულ მდგომარეობაზე

თენგიზ შარმანაშვილი BBC-ის მასალაზე – მიხვდნენ, რომ „ნაცებს“ დაუდასტურდებათ ამ ნივთიერების შესყიდვა და ახალი ბოდვა დაიწყეს – რა თქმა უნდა, ვახტანგ გომელაურიც გამოიკითხება და დადგინდება, დახვდა თუ არა მას ეს მარაგები