თანამედროვე მსოფლიოში კლიმატის ცვლილების გამოწვევების ფონზე, მწვანე გარდაქმნა და ენერგოეფექტურობა გახდა არა მხოლოდ გარემოსდაცვითი, არამედ ეკონომიკური აუცილებლობა. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ინიციატივებს, რომლებიც პრაქტიკული ნაბიჯებით უზრუნველყოფენ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დანიის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული რეგიონული პროექტი “მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა: ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში ინკლუზიური და მწვანე განვითარების ხელშეწყობა პასუხისმგებლიანი მმართველობით”.
ამავე პროექტის ფარგლებში, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA), საკონსულტაციო კომპანია Loialte-სთან ერთად ახორციელებს პროექტს „მწვანე პერსპექტივა: ქალების, ახალგაზრდების და მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერება ხობისა და ფოთის მდგრადი განვითარებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს ენერგოეფექტურობის, მწვანე სამუშაო ადგილებისა და მდგრადი ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებას.
პროექტი იყენებს ინტეგრირებულ მიდგომას მწვანე გადასვლის ხელშესაწყობად ხობსა და ფოთში, ფოკუსირებას ახდენს ცნობიერების ამაღლებაზე, შესაძლებლობების განვითარებასა და პრაქტიკულ საპილოტე გადაწყვეტილებებზე. სტრატეგია ეყრდნობა SMEDA-სა და Loialte-ს მიმდინარე პროგრამებს, რომლებიც ხაზს უსვამენ ინკლუზიურ განვითარებასა და მდგრად ეკონომიკურ ზრდას.
ენერგოეფექტურობის არსი და მნიშვნელობა
ენერგოეფექტურობა გულისხმობს ნაკლები ენერგიის გამოყენებას იგივე სამუშაოს შესასრულებლად. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის, რადგან ამცირებს სათბურის აირების გაფრქვევებს. საქართველოში ენერგოეფექტურობის მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია, რადგან ქვეყანა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ენერგიის იმპორტზე.
თანამედროვე კვლევების თანახმად, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებით ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში შესაძლებელია ენერგომოხმარების 50 პროცენტის დაზოგვა. ეს ნიშნავს არა მხოლოდ ხარჯების შემცირებას, არამედ ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას.
ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერების შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული მოიცავს როგორც ტექნიკურ სპეციალობებს (ენერგო აუდიტორები, ენერგოეფექტური სისტემების ინსტალატორები), ისე კონსალტინგისა და მენეჯმენტის სფეროებს. ეს ყოველივე საქართველოში ნელ-ნელა ინერგება და ბიზნეს სექტორშიც იკიდებს ფეხს.
რატომ ფოთი და ხობი
ფოთი და ხობი პროექტის განსახორციელებლად სტრატეგიულ ადგილებად შეირჩა მათი ეკონომიკური მნიშვნელობის, სოციალური გამოწვევებისა და კლიმატური რისკების გამო. ფოთი, როგორც საქართველოს მთავარი პორტი, ცენტრალურია ქვეყნის ლოგისტიკური სექტორისთვის, სადაც მუშახელის 55% ტრანსპორტთან დაკავშირებულ საქმიანობაშია ჩართული. ხობი, როგორც პოტენციურად განვითარებადი რეგიონი, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
ამ რეგიონებში არსებული გამოწვევები დისპროპორციულად აისახება ქალებზე, ახალგაზრდებზე და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე. ქალები ფლობენ ადგილობრივი აქტივების მხოლოდ 16%-ს, რაც ღრმა სტრუქტურული ბარიერების არსებობაზე მიუთითებს. ფოთში ახალგაზრდების 77% უმუშევრობას მთავარ პრობლემად მიიჩნევს, ხოლო მხოლოდ 7% მონაწილეობს აქტიურად გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.
ქალთა მეწარმეობა განუვითარებელია მიუხედავად მცირემასშტაბიანი, ადგილობრივად მართული მწვანე პროექტების მაღალი პოტენციალისა, როგორიცაა ორგანული მეურნეობა, ეკოტურიზმი და ენერგოეფექტური კოტეჯური ინდუსტრიები. SMEDA-სთვის, რომელიც დაარსების დღიდან აქტიურად უჭერს ქალი მეწარმეების შესაძლებლობების გაძლიერებას საქართველოში სხვადასხვა აქსელერაციისა თუ ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამებით, განსაკუთრებით პრიორიტეტულია მათი მხარდაჭერა და ეკონომიკური განვითარება.
პროექტის მიდგომა
პროექტი იყენებს ინტეგრირებულ მიდგომას:
