სალომე ზურაბიშვილი – პოლიტიკური მართლმსაჯულება ჩქარობს სინდისის პატიმრებისთვის ნაჩქარევი განაჩენის გამოტანას – რუსული ტიპის „სამართლიანობა“

პოლიტიკური მართლმსაჯულება ჩქარობს სინდისის პატიმრებისთვის ნაჩქარევი განაჩენების გამოტანას პარალელური სასამართლო პროცესების სერიაში, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი მტკიცებით, მოსამართლეებს პოლიტიკურმა ლიდერებისგან დავალება საჯაროდ აქვთ მიცემული.
„არანაირი მტკიცებულება, არანაირი დამაჯერებელი ბრალდება და პოლიტიკურმა ლიდერებმა მოსამართლეებს საჯაროდ მისცეს დავალება. რუსული ტიპის „სამართლიანობა“! – წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის პროცესს ესწრება.