კახა კალაძე „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ ერთობაზე – როგორ შეიძლება ისინი იყვნენ ერთად? უბრალოდ აქვთ დავალება, რომლის არ შესრულებასაც ვერავინ გაბედავს

როგორ შეიძლება ისინი ერთად იყვნენ, უბრალოდ დავალება აქვთ, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, მ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ თბილისის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატების დასახელება.
კახა კალაძის განმარტებით, აღნიშნული პარტიების გაერთიანება იმ დავალების ნაწილია, რასაც გარედან იღებენ და რის არშესრულებასაც ვერ გაბედავენ.
„როგორ შეიძლება ისინი ერთად იყვნენ? უბრალოდ დავალება აქვთ. ვითომ პოლიტიკურ პარტიები სხვადასხვა სახელებს რომ ირქმევენ, მათ ჰყავთ ერთი პატრონი, იმართებიან გარედან. ვიღაცებს ეტყვიან, თქვენ მიიღეთ, თქვენ არ მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა და ასრულებენ ამ დავალებებს, ვერავინ გაბედავს მათ არ შესრულებას. ისინი არიან ჩვეულებრივი აგენტები, როცა ხარ აგენტი არ ეკუთვნი არც საკუთარ თავს, არც ქვეყანას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – ნიკოლოზ ქრისტესიაშვილი მეუღლის მკვლელობაში თავს დამნაშავედ ცნობს – ქალს დაზიანებები უმეტესად სახის არეში აქვს მიყენებული, არის ვარაუდი, რომ ბრალდებული ძალადობას ხელით ახორციელებდა, რადგან მას ხელი აქვს დაზიანებული