თავად უცხოური აგენტურაც კი აღარ მალავს, რომ უნდა, საქართველოში უკანონოდ შეცვალოს ხელისუფლება – 13 სექტემბერს დაანონსებული აქციაც სწორედ ამას მოასწავებს

თავად უცხოური აგენტურაც კი აღარ მალავს, რომ უნდა, საქართველოში უკანონოდ შეცვალოს ხელისუფლება – 13 სექტემბერს დაანონსებული აქციაც სწორედ ამას მოასწავებს
“ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის განცხადებებს აფასებს და აღნიშნავს, რომ ისინი უკვე აღარ მალავენ, რომ ხელისუფლების უკანონოდ შეცვლა სურთ. მისი თქმით, უცხოური ძალები ღიად არიან ჩართული ამ პროცესებში, ვინაიდან, აფინანსებენ რევოლუციის და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის შესახებ ტრენინგებს. „ჩვენ კარგად ვიცით, რომ უცხოური ძალები, იგივე “გლობალური ომის პარტია” ყოველთვის ემზადება და ამზადებს თავის აგენტურას არა სთვის, არამედ, ს დღისთვის და განსაკუთრებით მეორე დღისთვის. ჩვენ ვნახავთ, რომ იმ დაანონსებულ აქციებში ეს ხალხიც იქნება, რომელიც ვითომ მონაწილეობს არჩევნებში.
უკვე აღარ მალავს თავად უცხოური აგენტურაც კი, რომ უნდა, საქართველოში უკანონოდ შეცვალოს ხელისუფლება. ამას არ მალავენ, აფინანსებენ, ტრენინგებს ატარებინებენ, ასეულობით ახალგაზრდა მიჰყავთ, თუ როგორ უნდა მოახდინონ რევოლუცია, როგორ უნდა ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუტები. ერთ-ერთია მათ შორის, 13 სექტემბერს დაანონსებული აქციაც, რომელიც სწორედ ამას მოასწავებს და ამის მერე რაც ექნებათ, ზუსტად ეს არის მტკიცებულება იმისა, რასაც ჩვენ ვამბობდით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. ცნობისათვის, “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ სექტემბრიდან ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხის გააქტიურებას ელოდება, 8 ოპოზიციურმა პარტიამ კი პარალელურად აქცია დააანონსა.
Next: რევოლუცია არ მოხდება, კარგად გვამეცადინეს, შემოტევებს გავუძელით, არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან მართლები ვართ

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერ კობახიძის ზეაქტუალური ინიციატივა, კომპლექსურად დარეგულირდეს კოსმოსური ფასნამატები ქსელურ მარკეტებში, ბიზნესზე ზეწოლა კი არა, კარტელური მტაცებლებისგან მომხმარებელთა დაცვაა

სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს პარტია ფედერალისტები, რომან გოცირიძე და ის 20 კაცი ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობა და აუხსნან დანარჩენ ქვეყანას, რომ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა მხოლოდ თავისუფალ კონკურენციაში მყოფ მაიონეზ სლობოდას შეუძლია

მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ, ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ