ავსტრალია ირანს ანტისემიტური თავდასხმების მოწყობაში ადანაშაულებს და ქვეყნიდან ირანის ელჩს აძევებს

ავსტრალია ირანს ანტისემიტური თავდასხმების მოწყობაში ადანაშაულებს და ქვეყნიდან ირანის ელჩს აძევებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავსტრალიის პრემიერ-მინისტრზე, ენტონი ალბანეზეზე დაყრდნობით ავრცელებს.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის დაზვერვის სამსახურს სარწმუნო ინფორმაცია აქვს, რომ გასულ წელს, ქალაქ სიდნეისა და მელბურნში მდებარე ებრაულ რესტორანსა და სინაგოგაზე ირანის დაკვეთით, სულ მცირე, ორი ანტისემიტური თავდასხმა განხორციელდა.
„ეს ავსტრალიის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მიერ ორგანიზებული სახიფათო აგრესიის აქტები იყო. მათი მიზანი სოციალური ერთობისთვის ძირის გამოთხრა და საზოგადოებაში განხეთქილების დათესვა იყო“, – განაცხადა ენტონი ალბანეზემ.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, პენი ვონგის ცნობით, ირანის ელჩმა აჰმად სადეღიმ და კიდევ სამმა ირანელმა ოფიციალურმა პირმა ავსტრალია შვიდი დღის განმავლობაში უნდა დატოვონ.
ცნობისთვის, ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ავსტრალიის მიერ ელჩის გაძევების პირველ შემთხვევას წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ