იუწყებიან, რომ სამხრეთ ლიბანზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლულია ჰეზბოლას მეთაური

ლიბანის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი 8 იანვარს აცხადებს, რომ სამხრეთ ლიბანზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლულია -ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰეზბოლას მაღალი რანგის მეთაური.
ამ ცნობის ფონია ლიბან-ისრაელის საზღვარზე შეტაკებების გაძლიერება ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰეზბოლას მებრძოლებსა და ისრაელის სამხედროებს შორის.
რამდენიმე დღის წინ ბეირუთზე ისრაელის იერიშს ემსხვერპლა -ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის მაღალი რანგის წევრი.
ამის პასუხად ორი დღის წინ ჰეზბოლამ სარაკეტო იერიში მიიტანა ჩრდილოეთ ისრაელში, მერონის მთაზე განთავსებულ ისრაელის სამხედრო ბაზაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – „ოპოზიციური ალიანსის“ ამოცანაა იმ ხარისხის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც რეჟიმს აიძულებს, დათმოს ძალაუფლება – როდესაც პოლიტიკურად კედელთან იქნებიან მიყენებული, მოლაპარაკებები რეალური იქნება