ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი ეკა ბესელია: 13 წლის შემდეგ შევცვალე გადაწყვეტილება…დღეს ბევრი ადამიანის სათქმელს ვიტყვი

სინდისის 11 პირის საქმე დასკვნით ეტაპზე – დღეს ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესზე, რომელსაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს, დაცვის მხარე სავოლოო სიტყვით წარსდგება.

დასკვნითი სიტყვისთვის ემზადება 13 წლის შემდეგ ადვოკატი , რომელიც მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ინტერესებს იცავს.

როგორც პროცესის დასწყებამდე ბესელიამ მედიასთან განაცხადა, დღეს სასამართლოზე სატქმეი ბევრი აქვს.

როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილების მიზეზი, რომ 13 წლის შემდეგ კვლავ მიემართა სასამართლოსთვის, „სინდისის პატიმრების გასაოცარი სიმტკიცე და მათი თავისუფლებაა“.

„13 წლის შემდეგ – ჩემი ეს გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე საკუთარ თავს მივეცი, რომ ვიდრე სასამართლო არ იქნებოდა თავისუფალი ვთქვი, რომ არ მივმართავდი არასდროს მოსამართლეს დარბაზში, ვიდრე არ დავინახავდი, რომ ამ მიმართვას ექნებოდა ის სამართლებრივი ღირებულება, რომელიც მოსამართლეს უნდა ჰქონდეს თავისუფლების სახით. რატომ შევცვალე ეს გადაწყვეტილება? ამის მიზეზია სინდისის პატიმრების გასაოცარი სიმტკიცე და მათი ის თავისუფლება, რომელიც ჩემთვის არის მთავარი მოტივაცია დღეს და მიმაჩნია, რომ ჩემს განწყობაზეც თუ სურვილზე უფრო მაღლა დგას ამ ადამიანების ფაქტორი. სხვათა შორის, სიმბოლურია, რომ დღეს 26 რიცხვია და 26 არგუმენტი მოვუმზადეთ მოსამართლეს და რომ დაფიქრდეს, ყველა მათგანი ცალ-ცალკე საკმარისი იქნებოდა გამამართლებელი განაჩენისთვის. მთავარი, რაც მინდა დავანახო, სრული სურათია, იმიტომ, რომ სამართალი არ იზომება მხოლოდ ვიწროდ და იმ რაღაც კონკრეტული დეტალებით. დიდ სურათში არის დასანახი, რატომ არის დამოკიდებული ამ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული  არამარტო ამ ადამიანების ბედი, არამედ საქართველოს ევროპული მომავალიც“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია თვითმმართველობის არჩევნები, სწორედ მასზეა დამოკიდებული დედაქალაქის განვითარება, თითოეული თბილისელის კეთილდღეობა

ეკა ბესელია აქციაზე დაკავებულებზე – ამ შენობაში ბოლოს გამოვედი 2013 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილს ვიცავდი და ვთქვი, რომ ამ დარბაზში არ დავბრუნდებოდი, ვიდრე სასამართლოს არ ვნახავდი თავისუფალს – ამ დარბაზში დავბრუნდი და ეს ამათ გამო გავაკეთე!