რუსეთში კარტოფილის კრიზისი მძვინვარებს. „Росстат“-ის მონაცემებით, ა.წ. ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში 22,3%-ით ნაკლები მოსავალი აიღეს. შვიდი თვის განმავლობაში, იანვრიდან ივლისამდე, კლებამ 28,5% შეადგინა – ამის შესახებ საერთაშორისო ეკონომიკური მიმომხილველი გოგიტა სურამელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მოსავლის აღება არავის უნდა, მაგრამ ხელფასები მაღალი უნდად, საიდან უნდა გადაიხადო ის? აბსოლუტურად ჩავარდნილი აგრარულ-ინდუსტრიული პოლიტიკაა. ხალხი სუროგატებს შეჭამს“.
ამის შესახებ აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობა “Федеральный сельсовет”-ის თავმჯდომარე და ურალის მსხვილი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ხელმძღვანელი, ვასილი მელნიჩენკო.
მელნიჩენკო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ცივ ირლანდიაშიც კი, 13-ჯერ მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი იწარმოება, ვიდრე უზარმაზარ ლენინგრადის რეგიონში, სადაც კლიმატი და ტერიტორია გაცილებით მეტის მოყვანის საშუალებას იძლევა.
ის მიიჩნევს, რომ სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება. მან მომხდარ სტიქიაში პუტინის რეჟიმი დაადანაშაულა.
მუშა-ხელის დეფიციტია, უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო. ხალხი ფრონტზე დიდი გადასახადებით მიიზიდეს, რამაც მუშა-ხელის მწვავე დეფიციტი გამოიწვია – აცხადებენ ექსპერტები.
წყარო: გოგიტა სურამელაშვილი
