გიორგი გახარია – “ქართული ოცნების“ კორუფციის, უსამართლობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ამ უსამართლო და უთანასწორო ბრძოლაში, ჩვენს გუნდებს ძლიერებასა და სიმტკიცეს ვუსურვებ

„ქართული ოცნების“ კორუფციის, უსამართლობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ამ უსამართლო და უთანასწორო ბრძოლაში ჩვენს გუნდებს ძლიერებას ვუსურვებ, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
გახარია ეხმაურება მისი პარტიისა და “ლელო – ძლიერი საქართველოს” მიერ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას.
„დღეს „ლელო-ძლიერ საქართველოსთან“ ჩვენი მემორანდუმის ფარგლებში, თბილისის 25 მაჟორიტარი კანდიდატი წარვადგინეთ. ეს ჩვენი შეთანხმების შემდეგი ეტაპი და ქართულ პოლიტიკაში იშვიათი პრეცედენტია, როდესაც ორი განსხვავებული პარტია საერთო მიზნის გარშემო ერთად დგას. „ქართული ოცნების“ კორუფციის, უსამართლობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ამ უსამართლო და უთანასწორო ბრძოლაში, ჩვენს გუნდებს ძლიერებასა და სიმტკიცეს ვუსურვებ, მაშინ, როდესაც თბილისის მოსახლეობისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ვიბრძვით“, – წერს გიორგი გახარია X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ