მოგმართავთ შუამდგომლობით, რომ ირაკლი მიმინოშვილი და თორნიკე გოშაძე სასამართლომ ცნოს უდანაშაულოდ, რადგანაც აღნიშნულს [ბრალად წარდგენილ ქმედებას] არ ჰქონია ადგილი , – აღნიშნული შუამდგომლობით ადვოკატმა ნინო ლომიძემ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს მიმართა.
ირაკლი მიმინოშვილი და თორნიკე გოშაძე აქციაზე დაკავებულ რვა პირთა შორის არიან, რომელთაც პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.
ადვოკატის მტკიცებით, კი მისი დაცვის ქვეშ მყოფებს აღნიშნულ ბრალდებასთან კავშირი არ აქვთ,მეტიც, ნინო ლომიძის თქმით, 9 თვეა სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს და ამ დროის განმავლობაში, პროკურატურამ ირიბი მტკიცებულებაც ვერ წარმოადგინა იმის შესახებ, რომ ირაკლი მიმინოშვილი, თორნიკე გოშაძე და სხვა დაკავებულები ერთიანი განზრახვით მოქმედებდნენ.
ადვოკატის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილმა ვერცერთმა მოწმემ ვერ მიუთითა, თუ როგორ მიაყენა მას ან სხვა პირებს ზიანი, რომელიმე ბრალდებულმა.
“ირაკლი მიმინოშვილი ქვას ისვრის, თუ რას ისვრის, ან საერთოდ ისვრის, თუ არა, დადგენილი არ არის. გამოძიება ამბობს, რომ გამოძიების მიზანი იყო მტკიცებულების მოპოვება და ობიექტირი ჭეშმარიტების დადგენა. გამომძიებლის მიერ მოპოვებულ ვიდეო დამონტაჟებულია. რაც შეეხება მისი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ვიდეო-ჩანაწერებს, ადვოკატის მტკიცებით ვიდეოები დამონტაჟებულია.
საინეტერესო ფაქტია, რომ არცერთ ვდეოს, გარდა იმისა, რომ არის მონტაჟი და არ არის უტყუარი მტკიცებულება, არ აქვს მითითება, თუ სად არის გადაღებული, რომელეც საათზე, არ დგინდება მისი წარმომავლობა, ასევე, არსად არ ჩანს, თორნიკე გოშაძე ისვრის, თუ არა რაიმე ნივთს და თან, პოლიციელების მიმართულებით.
არაფრით დგინდება, რომ ირაკლი მიმინოშვილი ისვრის რაიმე მკვრივ საგანს, განსაკუთრებით პოლიციელების მიმართულებით. ერთადერთ ვიდეო მტკიცებულებაზე, რომელიც გამომძიებელმა დავით ქიტიაშვილმა დაათვლიაერა და მიუთითა, რომ პოლიციელების მიმართულებით ისროდა, აღმოჩნდა მონტაჟი.
სამართლებრივი შეფასებისთვის უნდა გვქოდნეს პირის ქმედება და შედეგი, ასევე უნდა დგინდებოდეს მიზეზშედეგობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რომელიც ბრალდების მხარემ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტითაც კი ვერ დაასაბუთა. განვმარტავ, რომ ირაკლი მიმინოშვილი და თორნიკე გოშაძეს არ ჩაუდენიათ ბრალში მითითებული გარემოებები და მოგმართავთ შუამდგომლობით, გთხოვთ, ცნოთ უდანადაულოდ”, – განაცხადა ნინო ლომიძემ.
ამ წუთებში, სასამართლოს დასკვნითი სიტყვით ვასილ კაძელაშვილის ადვოკატი, რევაზ აჭარაძე მიმართავს.
“ვასილ კაძელაშვილი არის უდანაშაულო და მას არანაირი ბრალი არ ჩაუდენია, – . აცხადებს რევაზ აჭარაძე.
ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.




