თინა ბოკუჩავა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერები უკრაინის მმართველი პარტიის თავმჯდომარეს შეხვდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის ლიდერები, უკრაინის მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ოლენა შულიაკს შეხვდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენ დღეს ვხვდებით უკრაინის ოფიციალურ პირებს, მათ შორის შევხვდით პრეზიდენტი ზელენსკის მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ოლენა შულიაკს. გვსურს, რომ მათ „ნაციონალური მოძრაობის“, ს სახელით დავუდასტუროთ ქართველი ხალხის სოლიდარობა და მხარდაჭერა მაშინ, როდესაც დღევანდელ არალეგიტიმურ რეჟიმს არ მიესვლება უკრაინის მთავრობასთან, რადგან ისინი ფსონს ს გამარჯვებაზე დებენ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მაშინ, როდესაც მოიპოვებს მშვიდობას, მშვიდობას მოიპოვებს საქართველოც. ეს იქნება გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობა და ამისთვის ჩვენ ვმუშაობთ უკრაინაში, ისევე როგორც ევროპულ დედაქალაქებში და ვაშინგტონთან, რომ საქართველო გახდეს დიდი სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი და ჩვენ დავუბრუნდეთ ევროატლანტიკურ და ევროინტეგრაციის გზას,“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.