ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთ ნაწილში განხორციელებული თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსანი, ვისამ ტავილი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ვისამ ტავილი, ჯგუფის ელიტარული რადვანის ძალების ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ტავილი და „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი მებრძოლი მაშინ დაიღუპნენ, როდესაც მათ ავტომობილზე სოფელ მაჯდალ სელმში დარტყმა განხორციელდა.
შეგახსენებთ, „ჰეზბოლას“ ლიდერმა, სეიედ ჰასან ნასრალამ რამდენიმე დღის წინ ისრაელი გააფრთხილა, რომ ლიბანში სრულმასშტაბიანი ომი არ დაიწყოს.