ევრობასკეტზე ჩასულ საქართველოს ნაკრებს კაპიტანი თორნიკე შენგელია ლიმასოლში დახვდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები კვიპროსში ჩავიდა. ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა შეკრება ჩეხეთში დაასრულა და დღეს, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში უკვე პირველ ვარჯიშს ჩაატარებს.
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის C ჯგუფის მასპინძელ კვიპროსში 12 კალათბურთელით ჩავიდა, რომელსაც მე-13, ეროვნული გუნდის კაპიტანი ლიმასოლში დახვდა. თორნიკე შენგელია კვიპროსში ჩვენს გუნდზე რამდენიმე საათით ადრე, ბარსელონადან ჩავიდა და რამდენიმე დღე სპეციალური პროგრამით ივარჯიშებს. მოგეხსენებათ, კაპიტანი ნაკრებს ლატვიაში, 8 აგვისტოს ესტონეთთან ჩატარებული მატჩის შემდეგ, გულის არითმიის გამო გამოაკლდა და ძირფესვიანი გამოკვლევების ჩასატარებლად ბარსელონაში იმყოფებოდა.
ნაკრების 13-კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება: რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, გიორგი ოჩხიკიძე, კახა ჯინჭარაძე, დუდა სანაძე, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი და ილია ლონდარიძე. ევრობასკეტზე საქართველო 12 მოთამაშით წარდგება, ასე რომ, 27 აგვისტომდე ალეკსანდარ ჯიკიჩს შემადგენლობიდან 1 მოთამაშის ამოგდება მოუწევს.
ათენი-ლარნაკას რეისს საათნახევარი რომ არ დაეგვიანა, საქართველო და ესპანეთის ნაკრები კვიპროსში ერთად ჩაფრინდებოდნენ. ლიმასოლში საქართველოს ნაკრებს მცირედით ჩაასწრო C ჯგუფის ერთ-ერთმა ფავორიტმა, ხოლო კიდევ ერთი ფავორიტი იტალია ლიმასოლში 24 აგვისტოს, შუადღეს ჩავიდა.
საქართველოს ნაკრები ლიმასოლის სპიროს კიპრიანუს დარბაზში პირველ ვარჯიშს დღეს, 12:00 საათზე (თბილისის დროით 13:00) ჩაატარებს.
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე პირველ მატჩს 28 აგვისტოს, თბილისის დროით 16:00 საათზე, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
GBF
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო – რა იქნება ევრობასკეტზე?
საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი – “ვირტუსმა” “ბრეშა” მეორე მატჩშიც დაამარცხა
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია
[VIDEO] შენგელიას გმირობა – თოკომ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა და “ვირტუსი” ნახევარფინალში გაიყვანა
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? – ნაკრების ექიმის კომენტარი
სამწუხარო ამბავი – შენგელიას თანაგუნდელს სიმსივნე აღმოაჩნდა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო – რა იქნება ევრობასკეტზე?
ევროპის სუპერთასი, ევრობასკეტი და სხვა ამბები – რას ვნახავთ აგვისტოში
შენგელიას ლიდერობით “ვირტუსმა” მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
[VIDEO] ოფიციალურად: თორნიკე შენგელია “ბარსელონას” კალათბურთელია