25 წლის თეკლა გერასამიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 25 წლის თეკლა გერასამიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – ეს გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. წინასწარ პატიმრობას პროკურატურა ითხოვდა, თავად დაცვის მხარე კი გერასამიას 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, -მ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 22 აგვისტოს ცოლმა ქმარი ცივი იარაღით მოკლა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა მეუღლეს დაზიანებები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის კ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო