ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინისა და ამერიკის წარმომადგენლები კვირის ბოლოს შეხვედრას გამართავენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კვირის ბოლოს უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება, სადაც უკრაინასა და რუსეთს შორის სამომავლო მოლაპარაკებების შესაძლებლობა განიხილება.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს გაიმართება შეხვედრა კიტ კელოგთან რუსულ მხარესთან სამომავლო შეხვედრის შესაძლებლობისთვის მზადების განხილვის მიზნით. კვირის ბოლოს კი უკრაინისა და ამერიკის გუნდების შეხვედრა გაიმართება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ სცადოს ბიძინას განეიტრალება – ღარიბაშვილმა კი დაადასტურა, რომ მარტო კორუფცია და ფულში ცურაობა კი არ არის ქოცის სამარკო ნიშანი, არამედ მკვლელები არიან