2025 წლის 7 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 727.2 ათასი აშშ დოლარის 1 641.2 ტონა საზამთრო გავიდა.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის ექსპორტი მკვეთრად აღემატება გასული წლის მაჩვენებელს, როდესაც 7 თვეში მხოლოდ 94.6 ათასი დოლარის 329.7 ტონა საზამთრო გავიდა ექსპორტზე. შესაბამისად, წლის ჭრილში ღირებულებით გამოსახულებაში ექსპორტის 668%-იანი ზრდა ფიქსირდება, მოცულობა კი 398%-ით არის მომატებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ერთადერთი საექსპორტო ბაზარი სომხეთი იყო. წელს ამ პოზიციაზე რუსეთია, სადაც მთლიანი ექსპორტის თითქმის ნახევარი გავიდა.
იანვარ-ივლისში, საზამთროს საექსპორტო ბაზრები ასეთია:
რუსეთი – $455.5 ათასის 847.3 ტონა;
სომხეთი – $233.4 ათასის 686.3 ტონა;
ბელარუსი – $23.8 ათასის 86.3 ტონა;
რუმინეთი – $14.6 ათასის 21.3 ტონა.
ამასთან, წლევანდელი მონაცემებით, რუსეთში საზამთროს ექსპორტი ბოლო 4 წლის რეკორდზეა. რუსეთში საზამთროს ექსპორტის წინა წლების სტატისტიკა ასე გამოიყურება:
2021 წელი – $650.9 ათასის 1 259.3 ტონა;
2022 წელი – ექსპორტი არ ფიქსირდება;
2023 წელი – $11.9 ათასის 22 ტონა;
2024 წელი – ექსპორტი არ ფიქსირდება.
