„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული კამპანია დაიწყო
ახალგაზრდული კამპანია 2025 დაიწყო. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა, სადაც სხვადასხვა საკითხები განიხილეს, მათ შორის წინასაარჩევნო და მიმდინარე პროექტები.
„აქტიურად დავიწყეთ ახალგაზრდული კამპანია 2025. ეს არის პროექტი, რომელიც წელს უკვე მეხუთედ ტარდება. თბილისში განსაკუთრებით ძალიან ბევრი ახალგაზრდა იქნება ჩართული ამ პროექტში, რაც გულისხმობს იმას, რომ გავლენ თითოეულ მისამართზე, მივლენ თითოეულ ოჯახთან და ეტყვიან, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა კახა კალაძის, მისი გუნდის, „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებული ყველა მნიშვნელოვანი პროექტი აქტიურად გაგრძელდეს. ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრები ტარდება და მჯერა, რომ თითოეული ახალგაზრდის მონაწილეობა ამ პროექტში გადამწყვეტი იქნება ჩვენს დამაჯერებელ გამარჯვებაში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ.
Previous: რუსთაველზე მოვდიოდი სამსახურიდან, ვხედავ 50-60 აქციის მონაწილე ჯოგად მოდის, ერთ-ერთმა დაიყვირა – ნახეთ, წინ რუსი მიდის, ეს ბრბო დაესია ტურისტს და რომ არა პოლიციის დროული რეაგირება, ალბათ ადგილზე მოკლავდნენ, მივედი ამ ბიჭთან და ჰოი საოცრებავ – ამერიკის მოქალაქე ლუკ გარეტი
