გერმანიის ვიცე-კანცლერი კიევში ჩავიდა

გერმანიის ვიცე-კანცლერი და ფინანსთა მინისტრი, ლარს კლინგბეილი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ლარს კლინგბეილმა უკრაინაში ჩასვლისთანავე განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა არ შემცირდება.
„პუტინს არ უნდა ჰქონდეს ილუზიები, რომ გერმანიის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ შეიძლება გაქრეს. პირიქით: ჩვენ ვრჩებით უკრაინის მეორე უმსხვილესი პარტნიორი მსოფლიოში და უდიდესი ევროპაში. უკრაინას შეუძლია გერმანიას მომავალშიც დაეყრდნოს“, – განაცხადა კლინგბეილმა.
მისი თქმით, ჩართული უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში და რომ ხანგრძლივი მშვიდობისთვის აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა და საიმედო უსაფრთხოების გარანტიები.
„ამ მიზნით, საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქმედებების მჭიდრო კოორდინაციას ვახდენთ“, – განაცხადა გერმანიის ვიცე კანცლერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება