FIFA შეიძლება მილიარდობით ევროთი დააჯარიმონ

ცნობილი გახდა, რომ „სამართლიანობისთვის ბრძოლის ფონდი“ ნიდერლანდებიდან ამზადებს სასამართლო სარჩელს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) წინააღმდეგ მილიარდობით ევროზე. მიზეზი მასობრივი წამგებიანობის კანონის დარღვევაა.
კონსალტინგურმა ფირმამ, Compass Lexecon-მა ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მოთამაშეების საშუალო დანაკარგები შეადგენს მთელი კარიერის განმავლობაში მიღებული შემოსავლის რვა პროცენტს, რისი მიზეზიც FIFA-ს წესებია.
ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე ხმაურიანი სკანდალია ლასანა დიარას სასამართლო მოსკოვის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ, როცა FIFA-მ დაავალდებულა ფეხბურთელი, გადაეხადა რუსებისთვის 10 მილიონი ევრო კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ.
2024 წლის ოქტომბერში ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ FIFA-ს რამდენიმე წესი შეუსაბამოა ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
„სამართლიანობისთვის ბრძოლის ფონდი“ ეცდება მიაღწიოს სამართლიანობას ფეხბურთელებისთვის, რომელთა შემოსავლები დაზარალდა FIFA-ს მხრიდან უსამართლობის გამო და იმედი აქვს, რომ მნიშვნელოვან ცვლილებებს მიაღწევს ტრანსფერების რეგულირების საკითხში.