პიტერ სიიარტო – ს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს უნგრეთის მიმართ მუქარა და უგუნური თავდასხმები ჩვენს ენერგოუსაფრთხოებაზე

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული დღესასწაული უნგრეთზე მუქარისთვის გამოიყენა, კატეგორიულად ვგმობთ უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან დაშინებას, – ასე ეხმაურება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერს სიიარტო უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებას, რომელმაც მიანიშნა რომ ნავთობსადენ „დრუჟბას“ ბედი უნგრეთის პოზიციაზეა დამოკიდებული.
„ბოლო დღეებში მ სერიოზული თავდასხმები განახორციელა ჩვენი ენერგომომარაგების წინააღმდეგ. ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე თავდასხმა სუვერენიტეტზე თავდასხმაა. ომი, რომელთანაც უნგრეთს არაფერი აქვს საერთო, ვერასდროს გაამართლებს ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევას“, – წერს სიიარტო სოციალურ ქსელში.
უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვაბელი უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდებს, უნგრეთის მიმართ მუქარა შეწყვიტოს.
„ზელენსკის მოვუწოდებთ, შეწყვიტოს უნგრეთის მიმართ მუქარა და უგუნური თავდასხმები ჩვენს ენერგოუსაფრთხოებაზე“, – წერს პიტერ სიიარტო.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიანიშნა, რომ ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ თავდასხმა პირდაპირ კავშირშია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციასთან. კერძოდ, ზელენსკის ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, მოიპოვა თუ არა მ მეტი ბერკეტი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე „დრუჟბაზე“ თავდასხმების შედეგად და ასევე მას შემდეგ, რაც მან -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესზე ვეტოს მოხსნაში დახმარება გაეწია.”ყოველთვის მხარს ვუჭერდით უკრაინასა და უნგრეთს შორის მეგობრობას. ახლა კი “დრუჟბას” [მეგობრობის] არსებობა უნგრეთის პოზიციაზეა დამოკიდებული”, – განაცხადა ზელენსკიმ.