რუსეთში საწვავის კრიზისია – უკრაინული დრონების დარტყმების გამო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იკეტება. თუ ადრე უკრაინული დრონების დარტყმები ერთჯერადი იყო, 2025 წელს ტაქტიკა შეიცვალა. დარტყმები სერიული გახდა. განმეორებით ურტყამენ ერთ და იმავე ობიექტებს. მსგავსი ტაქტიკა რუსებს აღარ აძლევთ ძვირადღირებული ტექნიკის, პირველადი გადამუშავების, ჰიდროკრეკინგისა და კატალიზური კრეკინგის ბლოკების სწრაფად აღდგენის საშუალებას. უკრაინა მასიურად იყენებს 1000-1500 კმ-ის მოქმედების რადიუსის მქონე დრონებს. ნავთობის ექსპორტის ტერმინალების წინააღმდეგ გამოიყენება საზღვაო დრონებიც. დააზიანეს “დრუჟბას” ნავთობსადენიც, რომელიც რუსული ნავთობით ამარაგებს უნგრეთს და სლოვაკეთს. ამასთან, უკრაინის უკვე აქვს საკუთარი ფრთოსანი რაკეტა Flamingo, რომლის მოქმედების რადიუსი 3000 კმ-მდეა და პოტენციურად ურალსა და ციმბირს მიწვდება. ამ რაკეტას შეუძლია მიწვდეს რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ომსკში. რუსეთის პრობლემა – ტექნოლოგიური ჩამორჩენა და დიდი ტერიტორიაა, რომელსაც ვერ იცავენ. საქმე იმაშია, რომ რუსეთს ძალიან ცოტა რამ აქვს საკუთარი წარმოების. რუსეთში თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დასავლური კომპანიების აღჭურვილობით აშენდა და 2022 წლის შემდეგ შეწყდა რუსუეთისთვის აღჭურვილობის და პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება. თუ რუსეთს რაიმეს შეცვლა ან რემონტი სჭირდება, იძულებულია ჩინური სათადარიგო ნაწილები იყიდოს. მაგრამ ჩინეთი არაა ამ სფეროში “ძლიერი” და შესაბამისად ჩინური პროდუქცია უხარისხოა, ამიტომ ნებისმიერი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მწყობრიდან გამოსვლა რუსეთს ძალიან აზარალებს, რადგან აღდგენისთვის ელემენტარული სათადარიგო ნაწილები არა აქვთ შედეგად, უკრაინის ყოველი თავდასხმა თვეებით შეფერხებას იწვევს. ამასთან, ძირითადი ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეები ქვეყნის ევროპულ ნაწილშია და ხელმისაწვდომია უკრაინული დარტყმებისთვის. ამასთან, უკრაინული თავდასხმების სიხშირის და დიაპაზონის ზრდა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემას დილემის წინაშე აყენებს: პრაქტიკულად შეუძლებელია კალინინგრადიდან შორეულ აღმოსავლეთამდე ტერიტორიაზე არსებული ყველა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაცვა. “რუსეთს ომს რას მოუგებ ბიძი” ხალხს კი გაგიკვირდებათ, მაგრამ რუსეთს თავდაცვის რესურსები არ გააჩნია 🙂 “Как-то так, товарищи”
