“ქართული ოცნების” ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია, რომ კონსტიტუციური წესრიგი ემსახურება ქართველ ხალხს და არავის კერძო ინტერესებს არც შინ და არც გარეთ

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია, რომ კონსტიტუციური წესრიგი ემსახურება ქართველ ხალხს და არავის კერძო ინტერესებს არც შინ და არც გარეთ
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპონენტები ცდილობდნენ საქართველოს ძირითადი კანონის საკუთარ თავზე მორგებას, მმართველმა გუნდმა კი მოახერხა, რომ არავისთვის მიეცა კონსტიტუციის შეურაცხყოფის საშუალება. აბაშიძის განცხადებით, სუვერენული საქართველო, ერთიანობით, კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობით შეძლებს, რომ ნებისმიერი მტერი უკუაგდოს.
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი ისიცაა, რომ კონსტიტუციური წესრიგი ემსახურება ქართველ ხალხს და არავის კერძო ინტერესებს არც შინ და არც გარეთ. მრავალი თავდასხმა იყო და იქნება სუვერენულ საქართველოზე, მაგრამ ერთიანობა, კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობა ის მძლავრი მექანიზმებია, რომელთა წყალობით ნებისმიერი მტერი იქნება უკუგდებული. მშვიდობიანი განვითარება საქართველოს!” – წერს გია აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გარკვეული პირები პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს- ცალსახად ვამბობთ, რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი