კიდევ ერთი ქართველი სერია A-ში – „მილანთან“ „კრემონზეს“ განაცხადში დაჩი ლორთქიფანიძე მოხვდა

იტალიაში ახალი სეზონი დაიწყო და ქართველი გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა – „მილანთან“ მატჩში „კრემონეზეს“ განაცხადში 20 წლის ქართველი ფეხბურთელი დაჩი ლორთქიფანიძე გამოჩნდა.
სერია A-ში დაბრუნებულმა „კრემონეზემ“ პირველივე ტურში სენსაციური შედეგი დააფიქსირა. გუნდი „სან-სიროზე“ „მილანს“ ესტუმრა და ბასკიროტოსა (28) და ბონაცოლის (61) გოლებით იტალიური 2:1 დაამარცხა.
ლორთქიფანიძე „მილანთან“ მატჩის განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. ლორთქიფანიძე მეშვიდე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძის, ს, საბა საზონოვის, საბა გოგლიჩიძის, გიორგი კვერნაძისა და ლუკა ლოჩოშვილის შემდეგ, რომელიც ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ლიგის გუნდის განაცხადში მოხვდა.
20 წლის საყრდენი ნახევარმცველი თბილისშია დაბადებული. ვარჯიშობდა „ჩემპიონში“, „დინამო თბილისისა“ და „იბერიას“ აკადემიებში, ცხრა წლის ასაკში კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა, სადაც ჯერ „ატალანტას“ აკადემიაში ვარჯიშობდა, ბოლო წლებში კი „კრემონეზეში“ გადავიდა, სადაც „კრემონეზე პრიმავერას“ (სარეზერვო გუნდი) კაპიტანი გახდა.
დაჩიმ იტალიურ კლუბთან პროფესიული კონტრაქტი 2024 წლის ბოლოს გააფორმა, რომლის მიხედვითაც, „კრემონეზეში“ 2027 წლის 30 ივნისამდე დარჩება.