ალექსანდრ სირსკი – უკრაინელებმა დონეცკის ოლქში ოკუპანტებისგან სამი დასახლებული პუნქტი გაწმინდეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქში კონტრშეტევა წარმატებით განახორციელეს და სამი დასახლებული პუნქტი – მიხაილოვკა, ზელენი გაი და ვლადიმიროვკა – რუსი ოკუპანტებისგან გაწმინდეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, პოკროვსკის მიმართულება ფრონტზე ყველაზე რთულ მიმართულებად რჩება. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ხაზი გაუსვა, რომ მტრის უპირატესობის მიუხედავად უკრაინელი სამხედროები პოკროვსკის დაცვას აგრძელებენ.
„სიტუაცია მართლაც რთულია, მტერმა ძირითადი ძალისხმევა ფრონტის ამ მონაკვეთზე მიმართა. მაგრამ ჩვენ ხაზი უნდა შევინარჩუნოთ. სამხედრო ოპერაციების ორგანიზებაში დახმარების გაწევა უზრუნველყოფილი იქნება.
დამატებითი საბრძოლო მასალის, დრონების და რადიოელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობის საკითხები მოგვარებულია“, – წერს სირსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?