ემანუელ მაკრონი – უკრაინელებო, სამართლიანობისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში საფრანგეთი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება

უკრაინის დამოუკიდებლობის ამ დღეს პატივს ვცემთ უკრაინელი ხალხის სიმამაცესა და გამბედაობას – უკრაინელებო, სამართლიანობისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში საფრანგეთი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება – დღესაც და ხვალაც, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„უკრაინის დამოუკიდებლობის ამ დღეს პატივს ვცემთ უკრაინელი ხალხის სიმამაცესა და გამბედაობას, რომლებიც დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 34 წლის შემდეგ აგრძელებენ ბრძოლას ს აგრესიის წინააღმდეგ, მათი სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის. ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისთვის“, – წერს მაკრონი.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პროცესების შეფასება ხდებოდეს ობიექტურად – ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს შეტევები, რაც ხორციელდება დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე

მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს რეგიონების ოკუპაციას არ აქვს არც გამართლება და არც საფუძველი – ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფისთვის და სტაბილურობისთვის ბრძოლაა