გერმანია განაახლებს ჰუმანიტარული ვიზების გაცემას ს და ბელარუსის მოქალაქეებზე

გერმანია განაახლებს ჰუმანიტარული ვიზების გაცემას სა და ბელარუსის მოქალაქეებზე. ამ ინფორმაციით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა მედიასაშუალება Deutsche Welle-ის კითხვას.
“განახლდება იმ პირთა მიღების პროცედურები, რომლებიც განსაკუთრებულ საფრთხეს ექვემდებარებიან თავიანთი მუშაობისთვის სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დასაცავად, ან ვისი მიღებაც სხვა მიზეზებით წარმოადგენს პოლიტიკურ ინტერესს” – აცხადებს სამინისტრო.
განცხადებაში არ არის დაზუსტებული როდის განახლდება დოკუმენტების მიღება რუსებისგან და ბელარუსებისგან.
მორატორიუმის გაუქმების შესახებ მანამდე, ღია კარის დღეზე უკვე ილაპარაკა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთისა და ბელარუსის საქმეების განყოფილების ხელმძღვანელმა, მიხაილ ნოვაკმა.
გერმანია უწინ გასცემდა ჰუმანიტარულ ვიზებს იმ პირებზე, რომლებიც განსაკუთრებულ საფრთხეს ექვემდებარებოდნენ ომის წინააღმდეგ გაწეული ძალისხმევისთვის, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის და რუსეთში, ირანსა და ბელარუსში რეჟიმების კრიტიკისთვის. 2022 წლის მაისის შემდეგ ამგვარი ვიზები გაიცა რუსეთის 2500-მდე მოქალაქეზე, 2021 წლის მარტის შემდეგ – ბელარუსის 400-ზე მეტ მოქალაქეზე.
ვიზების გაცემის პროცესი შეჩერდა 2025 წლის ივლისში, მას მერე, რაც ახალმა მმართველმა კოალიციამ გამოაცხადა, რომ აპირებს შეზღუდოს უცხოელთა მიღების პროგრამები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„სფერო ინვესტის“ დირექტორის ადვოკატი – გიორგი მურუსიძე ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ აპირებს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას – აქტიურად მუშაობს, რომ დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა არ გაიწელოს

ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები

მაია ბითაძე გახარიას პარტიას – როდესაც საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, ეტყობა არ იცით, რეპრესიები რა არის – თქვენ თუ ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე აპირებთ ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ