მამუკა ჩარკვიანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

ქართველი მუსიკოსი და კომპოზიტორი, მამუკა ჩარკვიანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
მამუკა ჩარკვიანი ქაშვეთის ეკლესიიდან მის მიერ დაწერილი მუსიკისა და აპლოდისმენტების ფონზე გამოასვენეს.
მამუკა ჩარკვიანს დღეს პატივი მიაგეს პრემიერ-მინისტრმა, მ, თბილისის მერმა, მ, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მთავრობის სხვა წევრებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.
ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი, მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მამუკა ჩარკვიანს მიღებული აქვს სიმღერის ფესტივალ “ლიგას” პირველი პრემია – ნომინაცია ქართული ტრადიციული სიმღერა – სიმღერისთვის “მწვანე რტოები” (1996), XX საუკუნის საუკეთესო სიმღერის პრიზი სიმღერისთვის “მაღლა და მაღლა” (1999), ოქროს დისკი ნომინაცია – წლის საუკეთესო სიმღერა – სიმღერებისთვის: “ჩემი აღარა ხარ”, “გაზაფხული, “აპრილი” და “დედის ჯერი”. 2014 წლის 10 მაისს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი. 2023 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. 2000 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ ისინი, მოსკოვში, ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ